covid-19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 77 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 563 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 771 381-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 739 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.98% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.19%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 744 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 705 312.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 832 შემთხვევა, აჭარა - 133, იმერეთი - 711, ქვემო ქართლი - 362, შიდა ქართლი - 423, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 311, კახეთი - 448, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

1 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 47 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 894 ადამიანი.
Print