ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 137 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 033 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 488 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 696 921.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 584 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა, აჭარა - 203, იმერეთი - 1 160, ქვემო ქართლი - 357, შიდა ქართლი - 511, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 442, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 197, სამცხე-ჯავახეთი - 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 287 ადამიანი.

Print