ჯანდაცვა
ამირან გამყრელიძემ ბაკურიანში მოქალაქეები აცრა
ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა. ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის სოფლების შემდეგ ბორჯომში გადმოინაცვლა. ორ დღიანი ვიზიტი დღეს ბაკურიანში სტუმრობით დაასრულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რეგიონული ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, იმუნიზაციის პროცესში ჩაერთო, რამდენიმე მოქალაქე თავადვე აცრა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
Print