covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 92 შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 107 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 157 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 950 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 009 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

თბილისში -1 502,
აჭარა - 105,
იმერეთი - 732,
ქვემო ქართლი - 273,
შიდა ქართლი - 279,
გურია - 113,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 296,
კახეთი - 523,
მცხეთა-მთიანეთი - 69,
სამცხე-ჯავახეთი - 92,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 918 პირი ემსხვერპლა.


Print