covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 33 პირს დაუდასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 597 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 605 360-ს. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 787 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 573 542.

რაც შეეხება რეგიონებს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 278, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 119, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 153, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 17 443 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 773 ადამიანი.
Print