covid-19
კორონავირუსით საქართველოში 46 პაციენტი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 2470
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ჩატარდა 34 250 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 726 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 524 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 470 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

აქედან:
თბილისში გამოვლენილია 705 შემთხვევა,
აჭარა - 149,
იმერეთი - 492,
ქვემო ქართლი - 181,
შიდა ქართლი - 161,
გურია - 48,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270,
კახეთი - 319,
მცხეთა-მთიანეთი - 63,
სამცხე-ჯავახეთი - 60,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Print