covid-19
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების- 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 264-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 954 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახდა 559 996.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 541 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა - 101, იმერეთი - 226, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 70, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 181, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 701 საიდანაც:
5 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, 1 225 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 18 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 157 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 501 ადამიანი

Print