covid-19
ვაქცინირებულთა წამახალისებელ ლატარიაში ბორჯომიდან ფულადი თანხა ჯულიეტა ჯინჯოლავამ მოიგო
ვაქცინირებულთა წამახალისებელ ლატარიას ბორჯომიდან ორი გამარჯვებული ჰყავს, ორივე მათგანმა 100-100 ლარი მოიგო. ერთ-ერთი გამარჯვებული ბორჯომის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ჯინჯოლავაა.

"ვაქცინაციისგან თავის შეკავება არც მიფიქრია, ვთვლიდი რომ ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იყო. ავიცერი სინოფარმით. როცა გავიგე ლატარიის "აიცერი და მოიგეს" შესახებ, თითქოს ბავშვური სიჯიუტით ვამბობდი, რომ მე მას აუცილებლად მოვიგებდი და მოვიგე კიდეც. ვფიქრობ, ამ წამახალისებელი აქციის გარეშეც გამოიჩენენ ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობას, აიცრებიან საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობის დასაცავად" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ჯულიეტა ჯინჯოლავამ.

შეგახსენებთ, წამახალისებელი ლატარია არის ყოველდღიური, ყოველკვირეული და შემაჯამებელი და თამაშდება შესაბამისი ოდენობის ფულადი თანხები. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთი დოზით აცრილ მოქალაქეებს, ასევე სრულად ვაქცინირებულებს.
Print