covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 38 მოქალაქეს დაუდასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 591 766-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 192 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 556 810.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 446 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 321, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 104, გურია - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 192, კახეთი - 263, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.
Print