covid-19
ბორჯომში კორონავირუსი კიდევ 8 მოქალაქეს დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში დადასტურდა კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა.

აქედან:

8 ბორჯომში;
7 ასპინძაში;
4 ახალციხეში;
1 ახალქალაქში.


გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 32 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. თვითიზოლაციაში იმყოფება 720 პირი:

ბორჯომში - 124 პირი;
ადიგენში - 88 პირი;
ასპინძაში - 58 პირი;
ახალციხეში - 138 პირი;
ახალქალაქში - 201 პირი;
ნინოწმინდაში - 111 პირი.



კოვიდ კლინიკაში რჩება 125 პაციენტი.

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 97-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 9693 მოქალაქე. სულ ჩატარდა 25256 აცრა, დღიურად აცრილია 253 პირი.



 

Print