covid-19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 58 პაციენტი გარდაიცვალა და 2 455 პირი დაინფიცირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 572 948-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 035 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 427 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 531 764.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა - 249, იმერეთი - 342, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 142, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი - 211, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტი - 36 151 პირს ჩაუტარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 19 693, PCR ტესტით - 16 458 გაიტესტა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,79%-ია. სულ ჩატარდა - 1 405 877 აცრა, დღიურად აცრილია - 24 670 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 85 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 6 417 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 032-ს შეადგენს.



Print