covid-19
"სინოფარმის" პირველ დოზაზე რეგისტრაცია დროებით იზღუდება
დღეიდან, 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.  

შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.

პირველი დოზით აცრის მსურველებს შეუძლიათ დაჯავშნონ და აიცრან პფაიზერით, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით.

Print