covid-19
ვირუსით ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან 43 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 661 კვლევა ტესტით,
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 655 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 423 843-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 286 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 386 998-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 876 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა - 392, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 50, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 101, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 214 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 243 პირი, 2 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 22 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 1 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 171 ადამიანი.


Print