ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი შემხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 413 626-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 088 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 379 685-მდე

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 768 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთიში 57 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონა ვირუსი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -50, ხოლო აჭარაში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 978 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 283 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 539, იმერეთში - 2 110.

Print