covid-19
სამცხე-ჯავახეთიში 21 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონა ვირუსი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 952 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 152-ს
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 999 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 226-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 452 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 952 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთიში 21 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონა ვირუსი.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 98 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 18.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 940 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 205ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 865, პირი, აჭარაში - 716, იმერეთში - 1 045..

Print