covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 307 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 349 405-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 014 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 334 519-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 934 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 21, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 3, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28 კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 926, საიდანაც: 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი, 627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 6 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 832 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი.

Print