covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 779 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 347 762-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 959 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 331 680-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 401 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 24, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 180, საიდანაც: 3 516 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
მძიმე პაციენტია 776 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 045 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 3 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 812 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 592 ადამიანი.

Print