covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 345 196-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 002 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 328 620-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 804 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 65, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 43, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 746, საიდანაც: 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 802 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, 631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 408 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 31 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 805 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი.


Print