covid-19
ბოლო 24 საათში ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევდან 13 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 325 665-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 256 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 304 935-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 363 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 149, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 54, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 149, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 341, საიდანაც: 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 872 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი, 772 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 338 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 11 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 634 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 864 ადამიანი.




Print