covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 089 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 321 919-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 300 989-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 281 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 108, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 24, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 83, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 623, საიდანაც: 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 909 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, 812 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 8 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 622 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 261 ადამიანი.

Print