covid-19
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 56 წლის ქალი გარდაიცვალა, კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი მათთან სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს. პაციენტი საავადმყოფოში შეყვანიდან მეორე დღეს მანამდე გარდაიცვალა, სანამ კვლევის შედეგები ცნობილი გახდებოდა.

მკურნალი ექიმების თქმით, პაციენტი რისკ-ჯგუფს განეკუთვნებოდა. მას ქრონიკული დაავადებები და ჭარბი წონა აწუხებდა. სამცხე–ჯავახეთში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 50–მდე გაიზარდა.


Print