covid-19
ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან 13 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 315 913-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 296 532 მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 207 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 82, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, საიდანაც: 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 4 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 603 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 759 ადამიანი.

Print