covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 476 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 310 310-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 791 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 290 767-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 110 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 407, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 747 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 150 პირი, 749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 785 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 29 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 554 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 406 ადამიანი.

 

Print