covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 433 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 308 834-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 289 976-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 095 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 904 შემთხვევა, აჭარა - 146, იმერეთი - 79, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 39, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 45, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 737, საიდანაც: 3 765 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, 718 ადამიანი მოთავსებულია 10 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 217 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 28 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 543 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 415 ადამიანი.

Print