covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პირი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 310 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 299 038-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 632 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 282 869-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 971 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც: 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 20 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 469 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 963 ადამიანი.

Print