covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 506 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 287 689-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 276 711-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა - 76, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 13, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 66, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 9 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 141 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 900 ადამიანი.

Print