covid-19
ინფიცირების 687 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 687 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 285 645-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 327 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 547-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 840 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც: 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 352 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი, 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 077 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 468 ადამიანი.


Print