covid-19
ბორჯომში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ კლინიკაში 7 პაციენტი მკურნალობს, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 3 პირი,

თვითიზოლაციაში იმყოფება 48 პირი, აქედან:
ბორჯომში - 31
ახალციხეში - 13
ახალქალაქი - 3
ასპინძაში - 1
გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 4 751 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 700 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 გარდაიცვალა.

Print