covid-19
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა და 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 897 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 958-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 196 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 220-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 832 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 32, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც: 1 892 ადამიანი მკურნალობს ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 017 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი.

Print