covid-19
ვირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 580 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 369-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 215 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 274 145-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 804 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 331 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 56, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 394, საიდანაც: 1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 337 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 405 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 250 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 2 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 950 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 857 ადამიანი.

Print