covid-19
რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 ბორჯომშია დაფიქსირებული
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან:
2 ბორჯომში.
1 ახალციხეში.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ კლინიკაში 8 პაციენტი მკურნალობს, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი13 პირი, კვლევაში რჩება 70 ნიმუში. თვითიზოლაციაში იმყოფება 121 პირი:

ახალციხე - 83
ახალქალაქი - 4
ბორჯომის - 34

გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. ბოლო 24 საათში, რეგიონში გარდაცვალების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 4 744 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 690 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 გარდაიცვალა.

Print