covid-19
ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან 3 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 529 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 930-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 798 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 30, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, აქედან 1 756 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 338 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 1 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 942 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 710 ადამიანი.

Print