covid-19
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 616 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 761-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 167-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 778 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც: 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი, 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 30 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 905 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი.

Print