covid-19
ბოლო 24 საათში ბორჯომში ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან:
2 ბორჯომში.
1 ახალციხეში,
1 ახალქალაქში,

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ კლინიკაში 10 პაციენტი მკურნალობს, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 36 პირი, კვლევაში რჩება 136 ნიმუში. თვითიზოლაციაში იმყოფება 112 პირი:

ახალციხე - 90
ახალქალაქი - 4
ბორჯომის - 18

გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი. ბოლო 24 საათში, რეგიონში გარდაცვალების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 4 738 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 680 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 გარდაიცვალა.

Print