covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280 472-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272 601-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 22, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 5, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 080, საიდანაც: 1 653 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 327 პირი,
-73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, 200 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 276 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 28 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 865 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 539 ადამიანი.

Print