covid-19
ინფიცირების 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 219 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 271 804-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 746 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 256 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 360, საიდანაც: 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 313, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 71 პირი, 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 579 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 26 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 845 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 448 ადამიანი.

Print