covid-19
ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ყოფილა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 278 628-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 254 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 922-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 722 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 22, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც: 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 303 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი, 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 23 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 820 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 632 ადამიანი,

Print