covid-19
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 422 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 218-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 158 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 784-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 216 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 717, აქედან მძიმე პაციენტია 276 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 83 პირი, 168 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 126 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 19 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 727 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 498 ადამიანი,

Print