covid-19
ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 395 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 045-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 310 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 421-მდე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 622 პირი ემსხვერპლა.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 28, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 976, საიდანაც:
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი,
1 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის,
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 589 პირი.
ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 493 ადამიანი
,


Print