covid-19
გასული დღე–ღამის განმავლობაში ბორჯომში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
გასული დღე–ღამის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ადიგენსა და ახალციხეში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ხუთი პირია გამოვლენილი.

რეგიონში თვითიზოლაციაში 38 მოქალაქე იმყოფება, აქედან:

ბორჯომში – 9;
ახალციხეში – 6;
ადიგენში – 12;
ახალქალაქში – 11;

ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 4 708 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 624 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 გარდაიცვალა.

Print