covid-19
კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 851-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 349 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 693-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 576 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 23, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 556, საიდანაც: 1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 013 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 6 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 554 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 719 ადამიანი,

Print