covid-19
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 390 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 262-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 172 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 253-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 33, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 420. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი,

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი,
154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,
887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 300 ადამიანი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 483 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 781 ადამიანი,

Print