covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა ადიგენში გამოვლინდა. კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 64 წლის მამაკაცი ასპინძის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, კოვიდკლინიკაში 10 პაციენტი მკურნალობს, თვითიზოლაციაში იმყოფება 65 პირი.

* ბორჯომში - 50,
*ახალციხეში -1,
* ახალქალაქში - 3,
* ადიგენში - 7,
* ასპინძაში -4,
* ნინოწმინდაში - 0.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 616 გახდა.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 4 699 შემთხვევაა დაფიქსირებული,
რეგიონში ვირუსით სულ 48 პაციენტია გარდაცვლილი

Print