covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევაა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 918-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 523-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 520 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 33, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 849, საიდანაც: 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,



Print