covid-19
ბორჯომში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა - 26 თებერვალი
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა ახალქალაქში დაფიქსირდა:

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ კლინიკაში 12 პაციენტი მკურნალობს, ხოლო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ორი პირია გამოვლენილი. კველვაშია დარჩენილი 123 ნიმუში.
თვითიზოლაციაში იმყოფება 94 პირი:

ბორჯომში - 68
ადიგენში - 6
ასპინძაში - 4
ახალციხეში - 12
ახალქალაქში - 4

სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში განმავლობაში გარდაცვალების და გამოჯანმრთელების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 4 687 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 610 გამოჯანმრთელდა, ხოლო 47 გარდაიცვალა.


Print