covid-19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266 462-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 259 228-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 377 პირი ემსხვერპლა.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 864 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი, განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


Print