covid-19
ბორჯომში კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი დაინფიცირდა
სამცხე-ჯავახეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაფიქსირდა კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა. რეგიონიდან, ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული ბორჯომშია. გამოჯანმრთელდა 29 პირი.

ინფიცირებულები მუნიციპალიტეტების მიხედვით:

3 ბორჯომი
1 ადიგენი
0 ასპინძა
1 ახალციხე
1 ახალქალაქი
1 ნინოწმინდა


რეგიონში, დღემდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4552-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 158 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. თვითიზოლაციაში იმყოფება 414 პირი:

ადიგენი - 265 პირი;
ასპინძა - 29 პირი;
ახალციხე - 49 პირი;
ახალქალაქი - 10 პირი;
ბორჯომი - 61 პირი;


კოვიდ კლინიკაშია 77 პაციენტი. კვლევაში რჩება 30 ნიმუში. სამცხე-ჯავახეთში დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 44 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 4290 პირი.




Print