covid-19
ბორჯომში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, დაფიქსირდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. გარდაცვალების ფაქტი არ გამოვლენილა. გამოჯანმრთელდა 34 პირი.

კოვიდინციფირებულთა რაოდენობა, მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება:

1 ადიგენი,
0 ასპინძა,
6 ახალციხე,
0 ახალქალაქი,
1 ბორჯომი,
0 ნინოწმინდა.


გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 5 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

რეგიონში, თვითიზოლაციაში იმყოფება 287 პირი. რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით:

ადიგენი - 120 პირი;
ასპინძა - 38 პირი;
ახალციხე - 54 პირი;
ახალქალაქი - 10 პირი;
ბორჯომი - 62 პირი;
ნინოწმინდი - 3 პირი.



კოვიდ კლინიკაშია 87 პაციენტი. კვლევაში რჩება 4 ნიმუში.

ქვეყანაში, კოვიდ 19-ის გავრცელებიდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთში სულ გარდაცვლილია 44 ადამიანი. რეგიონში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 4234-ს შეადგენს.


Print