covid-19
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1456 პირი
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 253 518-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1456 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 242 085-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 055 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც, 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 837 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი.


Print