covid-19
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1892 პირი
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252 972-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1892 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 240 629-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 297, საიდანაც, 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 797 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 786 ადამიანი.


Print